გამოიმუშავე ჩვენთან ერთად!NewMotors-ის რეფერალურ პროგრამაში მონაწილეობის პირობები1. დარეგისტრირდით რეფერალურ პროგრამაში და მიუთითეთ:- სახელი და გვარი;
- სასურველი პირადი პრომოკოდი;
- ტელეფონის ნომერი, რომელზეც WhatsApp არის მიბმული.
2. რეგისტრაციის შემდეგ შეიქმნება თქვენი პერსონალური ბონუს ანგარიში, რის შესახებაც შეტყობინებას მიიღებთ WhatsApp-ში.
3. გაუზიარეთ თქვენი პრომოკოდი მეგობრებს, ნაცნობებსა და კოლეგებს.
4. თქვენი პრომოკოდის გამოყენებით განხორციელებული შესყიდვისას:- მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ ფასდაკლებას;
- თქვენს ბონუს ანგარიშზე ჩაირიცხება ბონუს ქულები.
- 1 ქულა = 1 ლარი. დარიცხული ქულების ოდენობა შეადგენს შესყიდვის თანხის 2%-დან 10%-მდე.
5. ყოველი შესყიდვის შემდეგ, რომელიც თქვენი პრომოკოდით განხორციელდება, მიიღებთ შეტყობინებას ბონუს ქულების დარიცხვის შესახებ.
6. დაგროვილი ბონუს ქულების გამოყენება შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში პროდუქციის ან ავტოსერვისის მომსახურების შესაძენად.
7. კვარტალში ერთხელ შეგიძლიათ დაგროვილი ბონუს ქულები გადაცვალოთ ჩვენი მაღაზიის პროდუქციასა და ავტოსერვისის მომსახურებაში.
კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს რეფერალური პროგრამის პირობები მონაწილეთა წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.